“Tour Lovers” გთავაზობთ მოგზაურობას ჯავახეთში, ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო მომსახურებასა და კომფორტს. ერთად მოვინახულოთ ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი სამხრეთ საქართველოში. მოიცავს ახლანდელი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.
ღირსშესანიშნაობების მონახულება ჯავახეთში:
1. რაბათის ციხე – მესხეთის ისტორიული მუზეუმი რაბათის ციხე კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია მესხეთში. მუზეუმი აერთიანებს ისტორიულ ექსპონატებს და ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ რეგიონის მრავალსაუკუნოვან წარსულს. ბილეთის ღირებულება: საქართველოს მოქალაქეებისთვის – 10 ლარი, უცხოეთის მოქალაქეებისთვის – 19 ლარი.
2. საფარის მონასტერი ჯაყელთა სამთავროს რეზიდენცია და ერთ-ერთი გამორჩეული შუა საუკუნეების მონასტერი საქართველოში. იგი ცნობილია უნიკალური ფრესკებით, რომელთაც განსაკუთრებული კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობა აქვთ.
3. ვარძია – კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია XII საუკუნის ქართული არქიტექტურის უნიკალური ნიმუშია, რომელიც თამარ მეფის მეფობის პერიოდში შეიქმნა. ეს მონასტრული კომპლექსი დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და ეროვნული კულტურული მნიშვნელობის ძეგლს წარმოადგენს. ბილეთის ღირებულება: 15 ლარი.
რატომ ჯავახეთი?
• უმშვენიერესი ბუნება – აქ დაგხვდებათ ვულკანური პლატოები, კრისტალურად სუფთა ტბები (როგორიცაა ფარავანი და ტაბაწყური), მწვანე მინდვრები და ალპური ხედები!
• ისტორიული მემკვიდრეობა – კლდეში ნაკვეთი ვარძია, უძველესი ციხე-სიმაგრეები (რაბათი, ხერტვისი), ულამაზესი შუა საუკუნეების მონასტრები (საფარა, ფოკა) – ეს ყველაფერი ჯავახეთის ისტორიულ განძს ქმნის!
• კულტურული მრავალფეროვნება – ჯავახეთი გამოირჩევა სხვადასხვა ეთნოსისა და ტრადიციის შერწყმით, რაც რეგიონს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს!
• ტბების სამოთხე – ფარავნის, ტაბაწყურის, ხანჩალისა და მადათაფის ტბები უნიკალურ ეკოსისტემას ქმნიან და იდეალური ადგილებია ბუნების მოყვარულთათვის!
ტურის ღირებულება: 45 ლარი
✅დაზღვეული მიკროავტობუსები და მგზავრები!
2025 Tour Lovers - ყველა უფლება დაცულია.
Designed & Developed by Devspace